სოხუმში, ყოფილი ოქტომბრის (ამჟამად სახაროვის) ქუჩასა და ყოფილ მშვიდობის (ამჟამად აიააირას) პროსპექტს შორის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას მიწაში ჩონჩხის ნაწილები აღმოაჩინეს.
როგორც აფხაზური გამოცემები იტყობინებიან, ამ დროისთვის უცნობია, თუ ვის ეკუთვნის ნაპოვნი ნაშთები.
,,აღმოჩენილია ძვლოვანი ნაწილები, მათ შორის არის ყბა-სახის ძვლები, რომლებიც ადამიანისას არ ჰგავს.” - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
სოხუმის პროკურატურის ცნობით, ნეშთი ქალაქის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი და ამოცნობის პროცედურების შემდეგ შესაძლებელი გახდება განისაზღვროს, თუ ვის ეკუთვნის ნაპოვნი ჩონჩხი.