რუსეთის სამხრეთში მასშტაბური სამხედრო წრთვნები დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთ ოლქის სამეთაურო შტაბის პრეს-სამსახური იტყობინება.
"სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის წვრთნა 19 პოლიგონზე მიმდინარეობს. წრთვნები სომხეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის რუსულ ბაზებზეც იმართება. სამხედრო სწავლებებში 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 1500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.