რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას 18 მარტს მოსკოვში გააფორმებენ.
კრემლში აცხადებენ, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით მიდის და დოკუმენტს ხელს ვლადიმერ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ.
რუსულ პრესაში კი დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეთანხმების გაფორმება გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან მის შინაარსთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვს პრეტენზიები ჰქონდა.
პარალელურად დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტი კენჭს უყრის საგარეო საქმეთა მინისტრის ნდობის საკითხს.
გავრცელებული ცნობით, დავით სანაკოევმა პრეზიდენტის გაფრთხილების გარეშე მედიას ე.წ. ხელშეკრულების სამუშაო პროექტის დაბეჭდვის უფლება მისცა.