მიხეილ ხოდორკოვსკის პრეს-მდივანმა კიულე პისპანენმა განაცხადა, რომ მოკოვში, მისი საცხოვრებელი ბინის კართან, უცნობმა პირებმა ყვავილების სამგლოვიარო გვირგვინი დატოვეს.
ამის შესხებ მან ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა და გვირგვინის ფოტოც გამოაქვეყნა.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებიც მის სტატუსს ეხმაურება, ამ ჟესტს აშკარა მუქარად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ,,ნოვაია გაზეტა” ე. წ. ,,დასახვრეტთა სიის” შესახებ წერდა, სადაც ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი იყო მოხსენიებული.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი ,,ნოვაია გაზეტას” მიერ მოყვანილ ცნობებს აბსურდი უწოდა.