სეპარატისტული ლუგანსკის ე. წ. სახალხო საბჭოს პრეზიდიუმი 13 მარტის სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების საკითხს განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,სახალხო საბჭოს” პრეს-ცენტრი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ თავად ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკა დამოუკიდებელ სუბიექტად ამ დრომდე არ უღიარებია.
რაც შეეხება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს, ცხინვალის რეჟიმმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული წარმონაქმნები სუვერენულ რესპუბლიკებად 2014 წლის ივნისში აღიარა.