ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 11 მარტს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.
ისინი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ისაუბრებენ.
ძირითადად საუბარი იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ზომების მიღებაზე.
განიხილავენ ასევე კავკასიის საკითხებში ჟენევის დისკუსიების ფორმატით გასამართ შეხვედრებს, რომლის მორიგი რაუნდი 17-18 მარტს შედგება.