ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ცენტრისტული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,აბზანხარა” იქმნება.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ,,აბზანხარას” ერთ-ერთმა ინიციატორმა, ოპოზიციური პარტია ,,ამცახარას” პოლიტსაბჭოს წევრმა და ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნუგზარ აშუბამ განუცხადა.
,,ეს იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც არც ხელისუფლებას მიემხრობა და არც - ოპოზიციას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, დისკუსიების არეალი შევქმნათ, სადაც ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვადსხვა პრობლემა და საკითხი გაირჩევა. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარება -აყვავებისათვის ვიმოქმედებთ.” - აღნიშნა აშუბამ.
საინიციატივო ჯგუფი ამჟამად კონსულტაციებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, საზოგადოების სხვადსხვა წრის წარმომადგენლებთან მართავს. მოგვიანებით კი რეგოსტრაციის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში შეიტანს.