ოკუპირებული გალის რაიონის მოსახელობის პასპორტიზაციისა და მათი ,,ორმაგი მოქალაქეობის” საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც ორი დღის წინ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიასა და გალის რაიონის სოფლების მოსახელობას შორის შედგა.
,,ჩემი მითითებით, ამჟამად ჩვენთან გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია მიმდინარეობს. უნდა ვიცოდეთ, ვინ ცხოვრობს ჩვენს რაიონში, რათა მათზე ახალი დოკუმენტების გაცემაისთვის მოვემზადოთ და ამ აქციისთვის უსაფრთხო ნიადაგი შევქმნათ.”- განაცხადა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტემურ ნადარაიამ.
მისი თქმით, ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, გალის რაიონის იმ მოსახლეობაზე, რომელთაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვთ, აფხაზური პირადობის მოწმობები გაიცემა.