აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების
ცენტრში (CSIS) საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მონაწილეობით
მრგვალ მაგიდა
გაიმართა, რომელსაც
ორგანიზაციის პრეზიდენტი
ჯონ ჰემრე მასპინძლობდა.
ღონისძიებას ქ. ვაშინგტონში არსებული
წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები
ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა
მინისტრმა დამსწრე
საზოგადოებას ევროკავშირში
და ნატოში
ინტეგრაციის კუთხით
საქართველოს მიერ უკანასკნელ პერიოდში
მიღწეული პროგრესი
გააცნო. თამარ ბერუჩაშვილმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა
მინისტრი სამუშაო
ვიზიტით იმყოფება
ამერიკის შეერთებულ
შტატებში.