მიმდინარე წელს გალში ახალი ტელეარხი გაიხსნება, რომელის მაუწყებლობაც აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე იქნება.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აფხაზ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,გალის რაიონი, ფაქტობრივად საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს. აქაური მოსახლეობა ქართული ტელეარხების გადაცემებს უყურებს და ქართული პროპაგანდა ტვინს ურეცხავთ.
ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული ტელევიზიების საპირწონე არხი, რომელის მაუწყებლობაც სამ ენაზე, აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე იქნება და ინფორმაცია ისე უნდა მივაწოდოთ ხალხს, რომ ყველასთვის გასაგები იყოს." - აღნიშნა ნადარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები