დომენიკ სტროს კანი საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარსდგა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად სუტინიორობა ედება. მასთან ერთად ანალოგიურ ბრალდებას პროკურატურა კიდევ 13 პირს უყენებს.
ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. სტროს კანი აღიარებს, რომ ლილიში მოწყობილ სექს-ივენთებში მონაწილეობას იღებდა, თუმცა აცხადებს, რომ არასრულწლოვან მეძავთა შესახებ არაფერი იცოდა. სექსუალურ სკანდალში სტროს კანი 2011 წელსაც გაეხვა, როდესაც სასტუმროს მოსამსახურე ქალმა ის სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოუხდა.