სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას. შექმნილია საკოორდინაციო შტაბები გუდაურსა და სტეფანწმინდაში. ამ წუთებში დავით სუჯაშვილი საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც ესწრებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი კობერიძე; კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გუდაური - ფასანაურის მიმართულებით. მოძრაობა აღდგენილია მლეთიდან-გუდაურამდე. საგანგებო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ ჯვრის უღელტეხილზე დარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტის დასახმარებლად. სტიქიის ზონებში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეუძლიათ სტიქიის ზონებში შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
3229909002355
3229909002366
+995 577113331
+995 599550466