მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდის მიხედვით, შესაძლებელია მიიღონ ახალი ჯგუფის ისეთი ანტიბიოტიკები, რომლებიც სხვადსხვა ინფექციების გავრცელებას შეუშლის ხელს.
ბოსტონის ,,ჩრდილო-ამოსავლეთის უნივერსიტეტის" მკვლევარებმა სამედიცინო-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად 25 ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთზე, ტეოკსობაქტინზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.
სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციით დაავადებულ თაგვებზე ტეიქსობაკტინის გამოცდამ ეფექტური შედეგები გამოავლინა.
ბოსტონის უნივერისტეტის მეცნიერების აზრით, თუ ცდებმა ადამიანების შემთხვევაშიც გაამართლა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს პრეპარატი იქნება პირველი ახალი კლასის ანტიბიოტიკი.
ანტიბიოტიკების აღმოჩენების პიკი გასული საუკუნის 50-ან და 60-ან წლებში იყო, 1987 წლიდან კი ამ სახეობის არც ერთი პრეპარატი არ მიუღიათ.
დღესითვის მსოფლიოში მრავალი ისეთი ინფენქციაა გავრცელებული, რომელმაც სხვადსხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა გამოავლინა.
სწორედ ამიტომ, ამრეიკელ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი კიმ ლუისი მიიჩნევს, რომ ტეოქსობაქტინი საკმაოდ პერსპექტიული ანტიბიოტიკია.
მასალის გამოყენების პირობები