ევროზონის ქვეყნები საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენენ.
~ბი-ბი-სის~ ინფორმაციით, ევროზონის 16 სახელმწიფოს მეთაურმა საბერძნეთისთვის 30 მლრდ ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფაზე მოილაპარაკა.
აღნიშნული თანხის ნაწილს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოყოფს.
ამ ეტაპზე უცნობია რა პროცენტით მიიღებს სესხს საბრძნეთი, შესაძლოა, ეს ციფრი 5 პროცენტი იყოს.
თეორიულად საბერძნეთმა თანხა შესაძლოა, მომავალ კვირაში მიიღოს, თუმცა, ამისთვის მან უნდა აღიაროს რომ ვითარებიდან თავის დაღწევა დამოიკუდებლად არ შეუძლია.
საბერძნეთის მთლიანი ვალი დაახლოებით 300 მლრდ ევროს შეადგენს. ათენმა მაისის დასაწყისამდე 11.5 მლრდ ევრო უნდა მოაგროვოს, რათა ვალდებულებებს მოემსახუროს.
საბერძნეთი უკვე რამდენიმე თვეა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, ინვესტორები შიშობენ, რომ მსგავსა ვითარებამ შესაძლოა ევროს სტაბილურობა მნიშვნელოვნად შეარყიოს.