ევროპა ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობების შემდეგ დახმარების მობილიზებისთვის მზად არის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებთან, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ან ჯერ კიდევ ელოდებიან მათ შესახებ ინფორმაციას. ასევე ვფიქრობთ მამაც მაშველებზე“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სატელიტური მონიტორინგის სისტემა Copernicus გააქტიურდა, რათა ნეპალში სტიქიით დაზარალებული ტერიტორიების ნახვა და ადგილზე სამაშველო ოპერაციის მხარდაჭერა მოხდეს.
„ჩვენ მზად ვართ, ევროპული დახმარება კიდევ უფრო გავზარდოთ“, - თქვა მან.
ბოლო ცნობებით, ნეპალში სტიქიის შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი, მათ შორის უცხოელი ტურისტები, დაკარგულად არიან მიჩნეული.