ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ .
384 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 291 უცხოელი ტურისტი, ნეპალის ტურიზმის საბჭოს წინასწარი მონაცემებით. მათ შორის არის 105 ინდოელი, 12 ბრიტანელი, ასევე აშშ-ის, ავსტრალიის, მალაიზიის, სამხრეთ აფრიკისა და ნიდერლანდების მოქალაქეები. მონაცემები ჯერ კიდევ მოწმდება.
აშშ-ის სამი მოქალაქე დაკარგულად ითვლება, რაც ამერიკულმა მედიამ ტურიზმის საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
წყალდიდობამ ყველაზე მძიმედ დააზარალა ნეპალის ჩრდილოეთი, რასუვის რაიონი, ნეპალ-ჩინეთის საზღვართან. ადიდებულმა მდინარე ბჰოტე კოშიმ სახლები, გზები, ხიდები და ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურა წაიღო.
,სავარაუდო მიზეზად მიწისძვრის შემდეგ მყინვარული/კლდოვანი ზვავი სახელდება. გერმანიის გეოფიზიკის კვლევითმა ცენტრმა 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ყინულისა და ქანების მასა მდინარეში ჩაეშვა და მისი ჩაკეტვის შედეგად წყლის მასა უეცრად დაიძრა.
მედიის ვნობით, მეორე წყალდიდობის საფრთხეც არსებობს: მდინარის ზემოთ ჩამოწოლილი მასა კვლავ ბლოკავს წყალს, რის გამოც სპეციალისტები ახალი ძლიერი წყალდიდობის შესაძლებლობის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ