პოლონეთის პრეზიდენტსა და პირველ ლედს, სავარაუდოდ, 17 აპრილს დაკრძალავენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურმა თბილისმა საქართველოში პოლონეთის საელჩოდან მიიღო.
"თუმცა, ეს პოლონეთის პრეზიდენტის, პირველი ლედისა და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული, ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა დაკრძალვის მხოლოდ სავარაუდო თარიღია. ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში დაზუსტდება და სწორედ მას შემდეგ გადაწყდება, როდის გაემგზავრება ვარშავაძი ქართული დელეგაცია", - განმარტა კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ მომხდარა პოლონეთის პირველი ლედის, მარია კაჩინსკის ცხედრის იდენტიფიცირება.