პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკისა და მისი თანმხლები დელეგაციის დაღუპვის გამო ევროკავშირში გლოვის დღეა. ევროკავშირის შენობაზე დროშები დაეშვება და ყველა ღონისძიება დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი ორ წუთიანი დუმილით დაიწყება.
რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 93 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.