სმოლენსკში, ავიაკატასტროფის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ცხედარი პრეზიდენტის სასახლეში გადასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
გარდაცვლილი პრეზიდენტის დედა, კი ლეხ კაჩინსკის მათ საგვარეულო სახლში გადასვენებას ითხოვს. ამ დროისთვის, ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტის დაკრძალვის დრო და ადგილი.
სამგლოვიარო პროცესში პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩენსკი, ოჯახის წევრები და ქვეყნის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი, ასევე მთავრობისა და სეიმის წევრები, ასევე მთავრობისა და სეიმის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.
პოლონეთში დღეს, ზუსტად 14:00 საათზე კი ტრაგიკულად დაღუპული ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ორი წუთის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის საგზაო მოძრობაც. ასევე ჩაირთო საგანგებო საყვირი, რომელიც გლოვის დღეების განმავლობაში მოსახლეობას საათში ერთხელ მომხარ ტრაგედიას შეახსენებს.
ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.