ავაიკატასტროფის დროს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ცხედარი ვარშავაში გადაასვენეს.
რამდენიმე წუთში ცხედარს პრეზიდენტის სასახლეში გადასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 7 დღის განმავლობაში გაიმართება.
პოლონეთში დღეს, ზუსტად 14:00 საათზე კი ტრაგიკულად დაღუპული ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ორი წუთის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის საგზაო მოძრობაც. ასევე ჩაირთო საგანგებო საყვირი, რომელიც გლოვის დღეების განმავლობაში მოსახლეობას საათში ერთხელ მომხარ ტრაგედიას შეახსენებს.
ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.