ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა ქვეყნის პრეზიდენტს ყურმანბეკ ბაკიევს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა ედილ ბაისალოვმა განუცხადა.
"ჩვენ ვუარყოფთ ინფორმაციას, თითქოს ბაკიევის დაპატიმრების შესახებ სანქცია გავეცეთ", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, "ახალი ხელისუფლება პრეზიდენტ ბაკიევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს, რომ გავექცეთ ხალხის მხრიდან თვითგასამართლებას, რომელიც მის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის".