რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა მის ტექნიკური გაუმართაობა არ გამხდარა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა წარუდგინა.
"თვითმფრინავის პილოტისა და ავიამოსამსახურეების საუბარი გავშიფრეთ, უფრო დეტალურად მოსკოვში შევისწავლით. ვიმეორებ, ჩანაწერი, რომელიც ჩვენთანაა, ამტკიცებს, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია", - განაცხადა ბასტრიკინმა.
ამასთან, ბასტრინკინის მტკიცებით, პილოტი რთული კლიმატური პირობების შესახებ ინფორმირებული იყო.