თვითმფრინავი, რომლშიც სმოლისკში ავიაკატასტროფის დროს ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ცხედარია ვარშავის მიმართულებით უკვე გაემგზავრა.
რუსეთიდან ლეხ კაჩინსკი გამოსათხოვარ ცერემონიალში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.