პოლონეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 24 ივნისსა გაიმართება.
როგორც სატელევიზიო გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, სეიმის სპიკერმა ბორისლავ კომოროვსკმა განაცხადა, ქვეყანაში სამგლოვიარო პროცესის დასრულების შემდეგ იგი პოლიტიკური პარტიების წარმომაგენლებთან რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.