თუ ნარმანია მერიას არ დაქოქავს საკრებულო მერს უნდობლობას გამოუცხადებს და ახალი არჩევნები ჩატარდებაო, - ამის შესახებ წერს გაზეთი "კვირის ქრონიკა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, ამ დღეეში ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სასახლეში რამდენიმე ქართველ ემიგრანტს შეხვედრია, რომლების ექსპრემიერს დღემდე გვერდით უდგანან. სწორედ ამიტომ, ივანიშვილმა გადაწყვიტა, ემიგრანტებს შეხვედროდა, მათი პრეტენზიები მოესმინა და კონკრეტული პასუხებიც გაეცა.
ივანიშვილი ემიგრანტებს დაჰპირებია, თუ ნარმანია მერიას არ დაქოქავს და იმ პროექტებს არ განახორციელებს, რასაც ხალხს საარჩევნოდ შეჰპირდა, საკრებულო მერს უნდობლობას გამოუცხადებს და ახალი არჩევნები ჩატარდებაო.