გაზეთი ,,კვირის ქრონიკა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერს რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სასახლეში იმ რამდენიმე ქართველ ემიგრანტს შეხვედრია, რომლებიც მას გვერდით უდგანან.
გაზეთის ცნობით, ემიგრანტებს პირველი პრეტენზია მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ჰქონიათ, რომელიც ემიგრანტთა აზრით, მეტად უუნაროა და ვერ ასრულებს იმ დაპირებებს.
"ივანიშვილს ამაზე უპასუხია, რომ ამ გუნდმა მართლა ვერ გაამართლა მისი იმედები, ბევრი მათგანი არც ერთგული აღმოჩნდა და არც პატიოსანი, ხოლო ვინც ასეთად დარჩა, მათ უმეტესობას საქმის კეთების უნარი არ აღმოაჩნდაო",- წერს გაზეთი და აღნნიშნავს, რომ
ექსპრემიერი ყველაზე მეტად იმედგაცრუებული თბილისის მერის, დავით ნარმანიას მუშაობით ყოფილა და ისიც კი უთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილის შემდეგ ის სწორედ ნარმანიას კანდიდატურაში შეცდა.
,,ყოფილი პრემიერი უკმაყოფილო ყოფილა თბილისის მერის, დავით ნარმანიას მუშაობით და ისიც უთქვამს, გიორგი მარგველაშვილის მერე, ეგ ჩემი მეორე და დიდი შეცდომააო... თუ მართლა გამწვანების განხრით უნდოდა მუშაობა, ეთქვა მაგ დალოცვილს, საკუთარი სანერგე მაქვს და იმის დირექტორად დავნიშნავდი, ანდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ჩასდგომოდა სათავეშიო",- წერს გაზეთი.