სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, ვაშინგტონის გამოხმაურება მოჰყვა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, ესაა უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
"აშშ ულოცავს საქართველოს ევროპარლამნეტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. სტრასბურგში ასობით ევროპარლამენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მოვლენაა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. კენჭისყრა არის იმ მზარდი ნდობის დემონსტრირება, რომელიც ევროპას საქართველოს მიმართ აქვს და ქვეყნის მიერ მთელი რიგი რეფორმების მუდმივ განხორციელების დამადასტურებელი. შეერთებული შტატები უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში"-განაცხადა ფსაკმა.
მასალის გამოყენების პირობები