ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის ტიგრან დელიბალტიანის თქმით, რეგიონში კინოლოგიური სამსახურის აუცილებლობა დიდი ხანია დგას.
,,საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სტატისტიკით, ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე ნაპოვნი და განიარაღებულია ასზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. კინოლოგიური სამსახური არამარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი აუფეთქებელი ნაღმებისა და ჭურვების აღმოჩენაში, არამედ ხალხმრავალ ადგილებში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნვეყოფაშიც დაგვეხმარება."- აღნიშნა მან აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც დელიბალტიანი აცხადებს, 2015 წელს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ბაზაზე, ძაღლებთან სამუსაოდ აფხაზეთიდან 8 პირს მოამზადებენ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე აფხაზური მხარისთვის ყველაზე მთავარი ამოცანა გაწვრთნილი ძაღლებისთვის სათანადო ბაზის და შესაბამისი პირობების მოწყობაა.
მასალის გამოყენების პირობები