აფხაზეთში ბოლო დროს გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, შინაგან საქმეთა მინიტრი რაულ ლოლუა, უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია და საკანონმდებლო ორგანოს წარმოამდგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე სხვადსხვა კანონის გამკაცრებასა და წესების დამრღვევი მძღოლების მიმართ ისეთი ზომების მიღებაზე იმსჯელეს, რამაც შეიძლება შექმნილ ვითარებაზე დადებითად იმოქმედოს,
,,მხოლოდ სანქციებით და ,,მწოლიარე პოლიციელებით" პრობლემას ვერ გავუმკლავდებით... ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას სამართალდამცავების მიერ ხომ ხდება ამ იარაღის ამოღება? ჩემის აზრით, ავტოაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლსაც, ვისი ბრალითაც სხვა პირს ზარალი მიადგება, არამარტო მართვის მოწმობა, ავტომანქანაც უნდა ჩამოვართვათ." - განაცხადა ხაჯიმბამ.
მან შესაბამის უწყებებს დაავალა, მოქალაქეების მიერ მართვის მოწმობის აღების პროცესი მკაცრად გააკონტროლონ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, გასული ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 103 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო სამ დღეში კი ავტოავარიაში 4 ადამიანი დაიღუპა, 6 - მძიმედ დაშავდა.