ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2011 წელს გაიმართა. მორიგი არჩევნები 2015 წლის თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ინიციატივით და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებით, დანიშნული ვადა შეიცვალა.
ადგილობრივი არჩევენები ოკუპირებულ აფხაზეთში 2016 წლის აპრილში ჩატარდება.
ხაჯიმბას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო რეფორმების მიღებამდე არჩევნების ჩატარება უპრიანი არ იქნება. მით უმეტეს, როცა აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის ახალი ნიმუშების გაცემაც 2015 წლის იანვრიდან დაიწყება და შესაბამისად, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვს, თებერვლამდე ყველა ვერ მოასწრებს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას.
,,მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალ არჩევნებამდე გალის მოსახლეობის სტატუსიც აუცილებლად უნდა განისაზღვროს და მათი საკითხიც მოგვარდეს." - აღნიშნა ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის სამთავრობო წრეებთან შეხვედრისას.
მასალის გამოყენების პირობები