საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას გადადგომისა და ამ პოსტზე ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ჟურნალისტებთან მინისტრმა განაცხადა ელჩი უკლება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
"ბატონი უკლება, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადგილზე და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ის მუშაობს აქტიურად პრემიერის ვიზიტზე, რომელიც დაგეგმილია იანვრის დასაწყისში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მინისტმა საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ ამ თემაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟისგან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ,,ქართული ოცნების' აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის უკრაინაში ელჩად დანიშვნის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები