შეიაერაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული დონბასელი ბავშვებისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას აპირებენ.
ე. წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თაოსნობით აფხაზეთში უკვე დაიწყეს თბილი ტანსაცმლის, სათამაშოებისა და რა თქმა უნდა, მანდარინის შეგროვებაც.
ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო სამართლისა და თანამშრომლობის სამსახურის უფროსის ვადიმ ქვაცბას თქმით, საგანგებო სიტუაციათა სამსახურს ჰუმანიტარული კოლონისთვის ,,კამაზის" მარკის ერთი და ,,გაზელის" მარკის ორი სატვირთო მანქანის გამოყოფა შეუძლია.
ყველაფერი დამოკიდებულია შეგროვილი ტვირთის რაოდენობაზე.
ჰუმანიტარული ტვირთის საბოლოო წერტილი ქ. ლუგანსკი იქნება.
აქცია აფხაზეთში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები