,,ჩვენ გვიყურებს ხალხი, აინტერესებთ, ვინ ვართ... გვიყურებს ჩვენი ხალხი, რომელიც სიკვდილის შიშით გარბის თბილისში. როგორ შევაჩეროთ ეს ყოველივე, როგორ შევაჩეროთ ეს სიღატაკე, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა?" - განაცხადა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ასლან კობახიამ.
შეხვედრა მიეძღვნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროექტს, რომლის პირობებსაც აფხაზებს, რა თქმა უნდა, რუსეთი ცალსახად კარნახობს.
კობახიას თქმით, რუსეთის მიერ ახალი პროექტით შემოთავაზებული წინადადები, სხვა არაფერია, თუ არა უპატივცემულობა მათ მიმართ, თუმცა კი ასეთი დამოკიდებულება აფხაზმა ხალხმა ბოლო წლების განმავლობაში თავისი საქციელის გამო დაიმსახურა კიდეც.
,,ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და მყარად დავდგეთ ფეხზე. გამუდმებით თხოვნა: მომე, მომე, მომე უნდა დამთავრდეს". - აღნიშნა ასლან კობახიამ.