რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მილანში გამართულ სამიტზე ზოგი მონაწილე ლიდერისგან ჩანს "სრული სურვილის არქონა გაიგონ თუ რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად".
"სინანული შეგვიძლია ავღნიშნოთ, რომ ზოგი მონაწილისგან გამოჩნდა სრული სურვილის არქონა გაიგონ თუ რა ხდება რეალურად აღმოსავლეთ უკრაინაში",_ განაცხადა პესკოვმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისივე თქმით, ევროპა-აზიის სამიტის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრობლემატიკაზე მსჯელობა "ნორმანდიულკ ფორმატში" გაგრძელდება. "საუბარი გაგრძელდება პუტინს, მერკელს, პოლიშნკოსა და ოლანდს შორის",_ განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინისა და პოროშენკოს ორმხრივი შეხვედრა ჯერ არ გამართულა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის შედგეს.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საქციების თემას არ შეხებიან ლიდერების სამუშაო სადილზე.