დღეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჯანმრთელობის გაკვეთილები ქ. ბათუმის N25-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა განაახლეს ვიზიტები აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შეხვედრა-საუბრები IX - XII კლასების მოსწავლეებთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება.
გაკვეთილების თემაა ,,მავნე ჩვევები".
შეხვედრის მიზანია, ბავშვებმა იქონიონ კომპეტენტური ინფორმაცია თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ, დარწმუნდნენ, რომ ყოველთვის არსებობს მავნე ჩვევაზე უარის თქმის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლებში განხორციელებულია 120 ვიზიტი, ჯანმრთელობის გაკვეთილი მოსმენილი აქვს 5 000 - მდე მოსწავლეს.