საქართველოს სახალხო დამცველი ქობულეთში, მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს და შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისი იტყობინება.
2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არაერთხელ იმყოფებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მისამართზე მუსლიმ ბავშვთა პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მუსლიმთა პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა, მუსლიმთა მიერ პანსიონში გადაადგილება შეზღუდულია.
მასალის გამოყენების პირობები