თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი კრიტიკული შეფასება საქრთველოს არასოდეს მიუღია.
,,საქართველოს ასეთი კრიტიკული რეზოლუცია არასდროს მიუღია. ეს არის დიპლომატიურ კულტურულ ენაზე ნათქვამი ის უბედურება, რაც საქართველოში ხედება და 1000-ჯერ ნაკლები ასახვა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი - ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში დარჩა ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.