აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკაში, ლორეს გუბერნიაში იმყოფება. ოფიციალურ დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ასევე ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
აჭარის დელეგაცია ქალაქ ვანაძორში შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქისა და ვანაძორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებთან. ასევე გუბერნატორის მოადგილესთან და ვანაძორის მერთნ ერთად „მოსავლის ზეიმის" ღონისძიებების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან და საექსპოზიციო პავილიონებს დაათვალიერებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლორეს ოლქის ადმინისტრაციისა და ვანაძორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილ „სანაჰინისა" და „ჰაღპატის" სამონასტრო კომპლექსების მონახულება.
ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის გუბიერნიებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება.