ევექსის სასწავლო ცენტრში 5 - 6 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია თემაზე: თრომბოლიზური თერაპია - ინსულტის მართვა, თავის ტკივილი, შაკიკი. ევროპის წამყვან ნევროლოგებთან ერთად მოხსენებას წაიკითხავს გერმანიიდან მოწვეული პროფესორი, ქალაქ უნას ევანგელისტური საავადმყოფოს ნევროლოგიის მთავარი ექიმი - ზაზა ქაცარავა.
კონფერენციის მიზანია ინსულტით გამოწვეული, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება და ინვალიდობის რისკის შემცირება.
აღნიშნულ კონფერენციაზე, ასევე მოხდება იმერეთის რეგიონულ კლინიკურ ჰოსპიტალში ჩამოყალიბებული ინსულტის მართვის ერთეულის პრეზენტაცია, მისი მუშაობის შედეგების შეფასება და გაცნობა.
შეგახსნებეთ, რომ პირველად საქართველოში, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ ჰოსპიტალში დაინერგა თავის ტვინის იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გულისხმობს თრომბოლიზისის უახლესი მეთოდის გამოყენებით მძიმე ინსულტიანი პაციენტის მკურნალობას, რის შედეგადაც მცირდება ინვალიდიზაცია და უმჯობესდება სიცოცხლის ხარისხი საქართველოში.
კონფერენციას დაესწრება 80-მდე მონაწილე როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანიდან.