ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ზურაბ ახალკაციშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დახმარებით, მათ საჩუქრად შეშა, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გადაეცათ.
„ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განაგრძობს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. დღეს ასეთი დახმარება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა ჯახებმა მიიღეს," - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მომავალშიც მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს.
მასალის გამოყენების პირობები