ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით,2013 წელს შიდა ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის წესით განხორციელებულ შესყიდვებზე ჯამში 2 623 915.36 ლარი დაიხარჯა, აქედან ყველაზე დიდი ხარჯი - 1 518 469 ლარი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასწია ხოლო ყველაზე მცირე ხარჯი - 34 599.25 ლარი - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონში გადაუდებელი შესყიდვებისთვის დახარჯული თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:გორის მუნიციპალიტეტის მიერ ჯამში - 22 129,29 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, ყველაზე დიდი თანხა - 11 889.5 ლარის ოდენობით (საკრებულო - 5325 ლარი, გამგეობა - 6 564,50 ლარი) გამოიყო „გორის დღეებთან" გამართულ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებაზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ - 4 357.3 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი იქნა გაწეული, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 519 ლარი გამოიყო ქალაქ ხაშურში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების სხვა თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრობასთან დაკავშირებით.
ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული იქნა 1 890 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი, მოწოდებულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული რა ღონისძიებისთვის დაიხარჯა თანხა.
როგორც, მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა კასპის მუნიციპალიტეტს 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაუწევია.