ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა). ამჯერად ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
ორგანიზაციის ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში 2013 წელს გამგებლებზე და მათ მოადგილეებზე სულ გაიცა 145 607.5 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო საკრებულოს თავჯომარესა და მის მოადგილეებზე სულ - 119 537,5 ლარი.
ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული სახელფასო უწყისების მიხედვით ქარელის საკრებულოს თავჯდომარეს პაატა ღვინიაშვილს - 2013 წელს პრემიის სახით მიღებული აქვს - 45 050 ლარი, ხოლო მის მოადგილეს სოსო საზანდარიშვილს -28 550 ლარი. ქარელის გამაგებელს და მის მოადგილეებს პრემიის სახით სულ მიღებული აქვთ სულ 68 450 ლარი.
გორის გამგებელს და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ სულ 11 125 ლარი; გორის საკრებულოს თავჯდომარეს დავით რაზმაძეს - 3 975 ლარი, ხოლო მის მოადგილეს ზურაბ როსებაშვილს - 5 150 ლარი.
კასპის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე ჯამში - 33 920 ლარი, კასპის საკრებულოს თავჯდომარეს დავით მესროფაშვილს - 5 300 ლარი და მის მოადგილეს გიორგი გოგოლაურს - 10 850 ლარი.
ხაშურის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე - 32 112.5 ლარი; ხაშურის საკრებულოს თავჯდომარეს დავით ლომიძეს - 12 587.5 ლარი და მის მოადგილეს გიორგი ცხადიაშვილს- 8075 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები