პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას არ აკონკრეტებს გაემგზავრება თუ არა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფორუმზე ქართული დელეგაციის ყოფნა.
,,მნიშვნელოვანია, რომ დავოსში წარმოდგენილი იყოს ქართული დელეგაცია. ჩემი გამოცდილებიდან რომელიც სულ ახლახანს მივიღე მნიშვნელოვანია იქ წარმოდგენილი იყოს ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი რომელიც წარუძღვება ამ დელეგაციას მე მხოლოდ მივესალმები ამას", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა დავოსის ფორუმზე მიიწვია.
თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.