მარტვილის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"სამმა წევრმა - ილო (ზაურ) ჯახუამ, მამუკა დანელიამ და მამუკა მიქავამ ფრაქციიისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს.
მამუკა მიქავას განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის და"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის რიგების დატოვების შესახებ.
„ ეს არის სავსებით სწორი და მართებული გადაწყვეტილება. უახლოეს ხანებში სამივე დეპუტატი მარტვილის საკრებულოში შევქმნით ახალ ფრაქციას და ვიმუშავებთ რაიონის და ხალხის საკეთილდღეოდ", - აცხადებს მამუკა მიქავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზაურ ჯახუამ მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოს მჟორიტარულ ოლქში გაიმარკვა, მამუკა დანელიამლეხალინდრაოს მაჟორიტარულ ოლქში, ხოლო მამუკა მიქავამ სოფელ აბედათში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ნაციოანელრი მოძრაობის" ფრაქცია და რიგები აბაშის საკრებულოს ერთმა წევრმა თამაზ ზაქაიძე დატოვა.