ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა თანამდებობიდან გადააყენეს.. დღეს გამართულ სხდომაზე მისი იმპიჩმენტის საკითხი ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ" დასვა.
საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს 13-მა დეპუტატმა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების"თავმჯდომარე ზურაბ ჩაჩუას განცხადებით, ოთარ ხარჩილავა „არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას".