აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და მთავრობის აპარატის უფროსმა რუსლან ქორიძემ ხელვაჩუარისა და ქედის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულეს.
საგანგებო შტაბის წევრებმა ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანივრში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს, აქ სტიქიამ გადაადგილების შეზღუდვები 5 ოჯახს შეუქმნა. მთავრობის წევრბმა, ასევე მოინახულეს მახოში, მეწყრის შედეგად დაზიანებული შიდა საავტომობილო გზა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განმარტებით სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დასასრულს უახლოვდება, პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ჩამოშლილი მიწის მასებისგან გზების გაწმენდა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გეგელიძეებში, კოკოტაურსა და ცხმორისში მიმდინარეობდა. „სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშოები დოლოგნიდან დავიწყეთ, დღეს უკვე ერთდროულად სამ სოფელში მიმდინარეობს. ქედაში სტიქიის შედეგად მოყენებული ზარალი 100 000 ლარის ფარგლებში. ჩვენ ასევე დავითვალეთ დოლოგანში 5 ოჯახისათვის მიყენებული ზიანი, აქ სტიქიამ ადგიობრივებს კარტოფილისა და სიმინდის ნარგავები გაუნადგურა, დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ"-აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ.
აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტებში აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძეც იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები