ოსმა სეპარატისტები ახალგორის რაიონის მცხოვრებლების საკითხის გადაწყვეტას აპირებენ, მათი, „ვისაც საქართველოში დევნილის სტატუსი აქვს". თემას ოკუპირებულ რეგიონში აქტიურად განიხილავენ.
სეპარატისტები ახალგორიდან დევნილებს სთავაზობენ უარი თქვან „დევნილის სტატუსზე", წინააღმდგე შემთხვევაში იმუქრებიან, რომ ამ ადამიანებს ცხინვალის რეგიონში ჩასვლას აუკრძალავენ.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ლენინგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა ლენინგორიდან ე.წ. დევნილი ადამიანებისა",_ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ ახალგორის მრავალმა მოსახლემ საქართველოში დევნილის სტატუსი მიიღო.
„რაიონის მრავალმა მცხოვრებმა, წინაგარის ზონის სოფლების გარდა, საქათველოში დევნილის სტატუსი მიიღო. საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მათთვის პოლიტიკური მიზნებისათვის დასავლეთის ფულით ე.წ. დევნილების დასახლებები აშენდა",_ ამბობს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ იქ ჩადიან დასავლური დელეგაციები, რომლებიც ქართულ მხარეს შეცდომაში შეჰყავს.
„საქართველოს ხელისუფლება დასავლური დელეგაციევის წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა თითქოს საკუთარი სახლებიდანაა გამოდევნილი",_ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ამავდრულად, ამ ადამიანებს აქვთ საშუალება იმისა, რომ თავისუფლად გადაკვეთონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი და ახალგორში, თავიანთ სახლებში მეურნეობა აწარმოონ.
„თუ ადამიანს აქვს საშუალება თავის სახლში ჩავიდეს და იქ იცხოვროს შეუძლებელია ის დევნილად ჩაითვალოს",_ აცხადებს ჩოჩიევი.
მისივე განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც დღეს აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, დევნილის სტატუსი, საცხოვრებელი ფართი დევნილების დასახლებებში არ აქვთ უფლება საშვები მოითხოვონ.
„გამოდის, რომ ჩვენ თავად ვაღიარებთ, რომ გამოვდევნეთ ისინი და ამავე დროს ვაძლევთ მათ საშვებს საზღვრის გადასაკვეთად ორივე მიმართულებით.
მანამ ვიდრე ლენინგორის რაიონის ესა თუ ის მცხოვრები არ ჩამოიტანს ცნობას საქართველოს ე.წ. დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იმის შესახებ, რომ ის უარს აცხადებს დევნილის სტატუსზე და რომ ის არავის გამოუდევნია, ვიდრე არ ჩააბარებს საკუთარ სახლს წეროვანში , მისთვის არავითარი საშვის გაცემა არ შეიძლება",_ აცხადებს ჩოჩიევი.