დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელიც აჭარაში საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს მთავრობის აპარატის უფროსთან რუსლან ქორიძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ეგენიძესთან ერთად ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ ქობულეთში და დაბა ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებული გოგმაჩაძეებისა და მიქელაძეების ოჯახები მოინახულეს. ასევე დაათვალიერეს დაზიანებული სანაპირო ზოლი.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია, დაზიანებული გზების ძირითადი ნაწილი ჩამოშლილი მიწის მასებისგან გაწმენდილია და გზებზე მოძრაობა აღდგენილია. უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთში სალიკვიდაციო სამუშაოების პრველი რიგის ღონისძიებები უკვე გატარდა, ამის შემდეგ დაიწყება დაზიანებული მონაკვეთების სრული აღდგენა და სახლებთან ჩამოწოლილი მეწყერების გაწმენდა" - აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.
ხვალ, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაეცნობა.