ექსპერტი ცოცო ცინცაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეცვლილა თუმცა პოზიტურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ხალხს სახელმწიფო რეკეტის შიში აღარ აქვს.
,,პოზიტიურად შეიძლება აღინიშნოს ის, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხმა შედარებით ამოისუნთქა, რომ აღარაა სახელმწიფო რეკეტის შიში. თუმცა აღნიშნული მოსახლეობის 5%-მა იგრძნო, მაგრამ რიგით მოქალაქეებს 80-90% შიში არც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ და არც ახლა აქვთ_უმუშევრებს რა უნდა წაართვა. რაც შეეხება ხელისულების წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ თავისუფლება მოიტანეს თავისუფლება არის მხოლოდ საბაბი. იგი ჯერ კიდევ ორასი წლის წინ, ნაპოლონმა დაადგინა და აბსოლუტურად სწორი იყო რომ ამბობდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის საბაბი იყო თავისუფლება, ხოლო მთავარი არის თანასწორობა. ამიტომ თანასწორობის თვალსაზრისით ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არაფერი შეცვლილა. ღომელ თანასწორობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ორწიგნწაუკითხავი ჩინოვნიკი პრემიის სახით 80 000-ლარის პრემიას გამოიწერს, ხოლო მეცნიერების, ინტელიგენციის უმრავლეობა შიმშილით კვდება ", _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცინცაძე.
ცინცაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ბევრი რამ ისევ ისე დარჩა, როგორც ,,ნაციონალების" დროს იყო.
,,სიდუხჭირე სოციალური უსამართლობა ისევ ისე დარჩა, როგორც წინა ხელისუფლების დრო იყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში არ იგეგმება პენსიების გაზრდა და უმუშევართა 70%, პენსიონერის ასაკს მიღწეული ადამიანები არიან რომელთა ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. ხოლო ინფლაციის პირობებში 150-ლარიანი პენსია დღეს იგივე რაც ათი წლის წინ, ასი ლარი იყო. ამიტომ სოციალური უსამართლობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა", _განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძე ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს ზედმეტი ხარჯებისგან.
,,თუ ქამრების მოჭერის დრო დგება ხელისუფლებამ თავად დაიწყოს მაგალითის მიცემა. 40-კაციანი დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოუდგენელი ფუფუნებაა ისეთი ღატაკი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა. რა ათკაციანი დელეგაცია იგივეს არ აგაკეთებდა რაც 40-კაციანმა დელეგაციამ გააკეთა", -აცხადებს ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს 1-ელ ოქტომბერს ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წელი გავიდა.