აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარში აღნიშნავს
1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელში არსებული ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მორიგ ერთობლივ აქციას გამართავენ.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის მედპერსონალი და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფარში ხანდაზმულებს მოინახულებენ და მათ საჭირო გამოკვლევებს ადგილზე ჩაუტარებენ.
მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.